რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 17 აპრილს ბაღდადში ჩავა

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 17 აპრილს ბაღდადს ეწვევა, რაც ომის დაწყების შემდეგ ერაყში მისი პირველი ვიზიტი იქნება

კულება, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს ერაყის პრემიერმინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ფუად ჰუსეინთან გამართავს. 

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, აჰმედ ალ-საჰაფის თქმით, მხარეები, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ორმხრივი კავშირების გაღრმავსებაზე ისაუბრებენ. 

მედიის ინფორმაციით, ბაღდადმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო ზარი კულებას მომავალ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე მიიღო. ბაღდადის ცნობით, ზელენსკიმ საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა ერაყთან ურთიერთობების განვითარებისკენ მიისწრაფვის. 

ერაყი კიევთან, ისევე, როგორც მოსკოვთან ნეიტრალურ ურთიერთობებს ინარჩუნებს მას შემდეგ, რაც რუსეთ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. 

კომენტარები