2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ბაიდენი: 2024-ში კენჭის ყრას ვგეგმავ, ოფიციალურ განცხადებას მალე გავავრცელებ

REUTERS/Clodagh Kilcoyne

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მეორე ვადისთვის კენჭისყრას გეგმავს და საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად მალე წარადგენს.

"ამის შესახებ მალე განვაცხადებთ. თუმცა, ამ მოგზაურობამ გააძლიერა ჩემი ოპტიმიზმის გრძნობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს". - აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიაში.

ბაიდენს ხშირად უთქვამს, რომ განმეორებით კენჭის ყრას გეგმავს, თუმცა ოფიციალური განცხადების არარსებობის გამო ჩნდებოდა ეჭვი, რომ დემოკრატების კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში შეცვლილიყო.

თუმცა ბაიდენის ასაკი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობა აქვს და 2024-ში სენატორების რთული არჩევნები აქვს წინ.

ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. 

ოფიციალურ განცხადებამდე, ბაიდენის ახლო თანაშემწეებმა და მოკავშირეებმა უკვე დაიწყეს კამპანიისთვის ფინანსების მოძიება, რათა გააძლიერონ შანსები 2024 წლისთვის - ტრამპთან შებრძოლების განმეორების შემთხვევაში, ბაიდენის მოგების შანსები.

კომენტარები