რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: უკრაინის მარცხი დასავლეთის ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისი იქნება

Mateusz Morawiecki/Fb.com

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, უკრაინის მარცხი დასავლეთის ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისი იქნება

"თუ დავკარგავთ უკრაინას, დავკარგავთ მსოფლიოს მომდევნო ათწლეული. უკრაინის მარცხი შეიძლება იყოს დასავლეთის ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისი". - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

მორავიეცკის თქმით, უკრაინის გამარჯვება "გარანტი იქნება ეკონომიკური მდგომარეობის არა მხოლოდ აღდგენის, არამედ გაძლიერების". 

კომენტარები