სასამართლო კლანის სანქცირება

მოსამართლე აშშ-ში ვიზიტზე: უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო, პოლიტიკური შინაარსი შეიძინა

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, წერს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი სოციალურ ქსელში. დღეს, 13 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა დაწერა, რომ აშშ-ში ვიზიტზე უარი კიდევ სამმა მოსამართლემ თქვა და ეს "ერთგვარ სოლიდარობის აქტად" შეაფასა

კომენტარები