საგარეო ვაჭრობა

წინა წელთან შედარებით ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა, იმპორტი – 21%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 783.8 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 1 461.5 მლნ დოლარია (+24.7%), ხოლო იმპორტი - 3 322.3 მლნ დოლარი (+21%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 860.8 მლნ. აშშ დოლარს და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ს შეადგენს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 აპრილს გამოქვეყნდება.

კომენტარები