ჟერარ დეპარდიე

ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ ძალადობაში 13 ქალი ადანაშაულებს

Variety

ფრანგულმა მედიამ Mediapart გამოაქვეყნა ინტერვიუები 13 ქალთან. ჩანაწერებში ქალები მსახიობ ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ქალების თქმით სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2004-დან 2022 წლის ჩათვლით ხდებოდა. რამდენიმე მომჩივანს შორის არიან მსახიობებიც, მათი თქმით დეპრდიემ მათზე სექსუალურად გადასაღებ მოედანზეც ძალადობდა. სტატიაში ნახსენებია ფილმები L'autre Dumas, Maison de retraite, Marseille.

თავად დეპარდიე და მისი ადვოკატები ყველა ყველა ბრალდებას უარყოფენ.

დეპრდიესთვის ეს პირველი ბრალდება არ არის. 22 წლის ფრანგმა მსახიობმა დეპარდიეს შესახებ პოლიციაში განცხადება 2018 წლის 27 აგვისტოს შეიტანა. ქალის თქმით მსახიობმა ორჯერ გააუპატიურა. 2019 წელს პარიზის პროკურატურამ საქმე დახურა.

2021 წლის დეკემბერში დეპარდიე გაუპატიურებაში ფრანგმა პიანისტმა და მოცეკვავემ შარლოტ არნოლდმა დაადანაშაულა

კომენტარები