ჟერარ დეპარდიე

ემანუელ მაკრონი ჟერარ დეპარდიესთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევას ეწინააღმდეგება

Getty

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწინააღმდეგება მსახიობ ჟერარ დეპარდიესთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევას. ბოლო დროს ფრანგულ მედიაში კიდევ ერთხელ გააქტიურდა ჟერარ დეპარდიეს მიერ ქალების სექსუალური ძალადობისა და შევიწროების თემა, რის გამოც გაჟღერდა ინიციატივა მსახიობისთვის საფრანგეთის უმაღლესი ღირსების ორდენის ჩამორთმევის შესახებ. 

წინა კვირას საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რიმა აბდულ მალეკმა თქვა, რომ ჟერარ დეპარდიემ, ვინც ყველას თავი თავისი სირანო დე ბერჟერაკის როლით დაამახსოვრა, შეარცხვინა საფრანგეთი, როდესაც სექსუალური ხასიათის კომენტარები გააკეთა 10 წლის ბავშვზე. ჟერარ დეპარდიე გაუპატიურებისთვის 2020 წელს გასამართლდა და კიდევ ათობით ქალი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. 

Journal du Dimanche-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი მაკრონი ეწინააღმდეგება პოლიტიკოსების მიერ "მედიაში მოწყობილ სასამართლოში" მონაწილეობის მიღებას. 

გრევინის მუზეუმში, რომელიც მადამ ტუსოს მუზეუმის ფრანგული ვერსიაა, ჟერარ დეპარდიეს ცვილის ფიგურა აღარაა გამოფენილი. ასევე, 16 დეკემბერს ბელგიამ დეპარდიეს საპატიო მოქალაქეობა ჩამოართვა. 

ამ საკითხის შესახებ ჟურნალისტებთან ელისეს სასახლეში ჯერჯერობით სხვა კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები