ახლა მივმართავ ქალბატონ დეგნანს. დაასანქცირეთ ეს ადამიანი [დავით კეზერაშვილი]. ჩვენი და თქვენი მთავარი პარტნიორის, ამერიკელების პარტნიორები არიან ბრიტანელები - დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი. ევროპელ პარტნიორებს, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. და თურმე, ეს ადამიანი საქართველოში მედიებს აფინანსებს, როგორც თავად თქვა. ასევე, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ ქვეყანაში დემოკრატიას უჭერთ მხარს. ამიტომ, თქვენგან ობიექტურ რეგირებას ველოდები.
tbl.ge/6c53
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. BBC აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას თაღლითების იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც, მასალების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს უკავშირდება.
ამავე თემაზე
- სასამართლო დავის შედეგად BBC-მ გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები – კეზერაშვილი
- კეზერაშვილი "დაკავებაზე": საქართველოს რუსულმა მთავრობამ "უფროსი ძმაც" მოიხმო დასახმარებლად
- რუსეთში დავით კეზერაშვილი დაუსწრებლად დააკავეს
- კეზერაშვილი: ჰელსინკის განცხადების შემდეგ ოცნება ცდილობს ისრები ოპონენტებისკენ მიმართოს
- პაპუაშვილი კეზერაშვილზე: EU-ს ჰკითხეთ, რატომაა თავისუფალი იქ, სადაც პენსიონერებს ძარცვავს




