ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში მსჯავრდადებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს მოსახდელი 5 მილიონი ევროს მოპარვისთვის, თავს აფარებს ევროკავშირს. ამიტომ, ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირს.
შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ რატომ აფარებს თავს კრიმინალი, რომელიც ამავე დროს ქართულ პოლიტიკაში ერევა შავი ფულით, რატომ გადაადგილდება ასე თავისუფლად ევროკავშირში? რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან ან სხვა რაიმე პრინციპთან, რაზეც ასე მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ. როგორ ხდება, რატომ უქმნის ასეთ თავისუფლებას ევროკავშირის ტერიტორია, კრიმინალს, რომელიც მერე თავად უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს.
ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზეც, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არის გაქცეული ეს ადამიანი.