Twitter

მასკი: საკუთარი თავი ფეხში დავჭერი თუ არა რამდენჯერმე? დიახ

Getty Images

Twitter-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მან სოციალურ მედიაში შეცდომები დაუშვა.

"საკუთარი თავი ფეხში დავჭერი თუ არა რამდენჯერმე? დიახ, მგონი, ღამის 3 საათის შემდეგ Twitter-ზე არ უნდა დავწერო." - თქვა მასკმა.

მილიარდერის თქმით, 2022 წლის ოქტომბერში მასკის მიერ კომპანიის 44 მილიარდ დოლარად ყიდვის შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და Twitter-ზე ახლა მხოლოდ 1500 ადამიანია დასაქმებული, რაც პირვანდელ მდგომარეობაზე 8000-ით ნაკლებია.

მასკი ამბობს, რომ სამუშაო ადგილების შემცირება გაკოტრების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო. 

"ეს არ არის ზრუნვა ან უყურადღებობა. ეს არის სიტუაცია, როდესაც მთელი გემი ჩაიძირება და სამუშაო ადგილები საერთოდ აღარ იქნება, თუ ასე არ მოვიქცევით" - თქვა მასკმა პერსონალის სამსახურიდან გაშვებაზე.

მილიარდერი პლატფორმის მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ დატოვებთა თანამდებობას მას შემდეგ, რაც Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა მასკის პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები