უკრაინა

ევროპარლამენტისა და უმაღლესი რადას წევრები პირველ ერთობლივ შეხვედრას გამართავენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი
Украинская правда

უკრაინის რადას და ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები პირველ ერთობლივ შეხვედრას ოთხშაბათს, 12 აპრილს გამართავენ. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტმა გააკეთა

უკრაინელი და ევროპელი დეპუტატების ერთობლივი შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი გახსნიან.

ამის შემდეგ მონაწილეები მონაწილეობას ორ პანელში მიიღებენ: "ევროპული უკრაინის აღდგენა" და "მდგრადი მომავლის ერთად აშენება".

ევროპარლამენტის განცხადების თანახმად, ევროპარლამენტარები და მათი უკრაინელი კოლეგები განიხილავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს, კერძოდ, ეკონომიკურ პოლიტიკას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას და ბიუჯეტის კონტროლს, ასევე უკრაინის კანონების შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ასევე ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაცია.

კომენტარები