მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მედია: ყარაბაღში ტყვედ ჩავარდნილ სამხედროთა ნათესავებმა სომხეთ-საქართველოს გზა გადაკეტეს

კადრი სომხურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან

სომხურ მედიებში წერენ, რომ საქართველოს საზღვარის მახლობლად, სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, გიუმრი-ბავრის გზა მთიან ყარაბაღში ტყვედ ჩავარდნილი სომეხი სამხედროების ნათესავებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. 

ეს მონაკვეთი სომხეთს საქართველოსთან აკავშირებს. 

დემონსტრანტები ტყვედ ჩავარდნილი სომეხი სამხედროების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე მათ გამოთქვეს პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილიც და აღნიშნეს უკმაყოფილება, რომ მათ აქამდე არ მიიღეს.

2020 წლის დეკემბერში, ომის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის სოფელ ხცაბერთში (აზერბაიჯანულად - ჯაილაქალა) აზერბაიჯანის ძალებმა ტყვედ აიყვანეს 60-ზე მეტი სომეხი სამხედრო, რომლებიც სომხეთის შირაქის ოლქიდან იყვნენ. შემდეგში მათი ნაწილი გაათავისუფლეს და სამშობლოში დააბრუნეს. თუმცა, ტყვეობაში 26 მათგანი რჩება.

კომენტარები