სასამართლო კლანის სანქცირება

კობახიძე: ბლინკენი საქართველოში პროცესებს ვერ უღრმავდება, კითხვები ელჩს უნდა დავუსვათ

ჩვენი ამოცანაა, რომ ბოლომდე პრინციპულად მივყვეთ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ვერ მოვეშვებით ამას. საქმე ეხება სასამართლოს, ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს რეპუტაციას. საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, ამას ვერ შევეშვებით, უნდა მივიღოთ პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეფუძნებოდა [სანქციები], თუ შეცდომა დაუშვეს, შეცდომასაც ხომ აღიარება სჭირდება? ბლინკელნი რომ არ არის დამნაშავე ამაში, ეს ხომ ცხადია. ბლინკენი, რა თქმა უნდა, ვერ უღრმავდება, ბევრად მეტი საქმე აქვს, ვერ უღრმავდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, ბლინკენი არ არის აქ ის პირი, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ. უნდა ვკითხოთ ელჩს, რომელიც აქ არის, უნდა ვკითხოთ საელჩოს... 

ამბობს ქართული ოცნებს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში სასამართლო კლანის სანქცირებაზე საუბრისას. 

კომენტარები