სასამართლო კლანის სანქცირება

უცნობი: წაიღონ ყველაფერი, ჩემს ვიზას მოგცემთ, ამოვხევ, ათწლიანი ვიზა მაქვს ამერიკის

ძალოვანო სტრუქტურებო და ყველა, ვინც არის სახელმწიფო სტრუქტურებში, ყველას მოგმართავთ, დანარჩენი ახლა, რაც დავინახეთ, სულ თვალწინ მიდგას ის კადრი, პოლიციელი დროშას რომ იღებს და კოცნის მარტის დღეებში, ისე შემოგევლეთ თქვენ. თქვენი იმედი აქვს მთელ საქართველოს და საზოგადოებას. თქვენ არ უნდა ჩამოინგრეთ მოკლედ რა და ბულინგის ქვეშ არ უნდა მოყვეთ, რომ, ა, ვიზებს წაგართმევთ და, ვაი, დაგასანქცირებთ. წაიღონ ყველაფერი, თუ გინდათ, ჩემს ვიზას მოგცემთ, ამოვხევ იმიდან, ათწლიანი ვიზა მაქვს ამერიკის. საერთოდ არანაირი კავშირი მაქვს იქ სულიერი დღესდღეობით.

თქვა საკუთარ გადაცემაში სამთავრობო პროპაგანდისტმა, მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

კომენტარები