სასამართლო კლანის სანქცირება

ბოკერია: თუ ეს რეჟიმი დემოკრატიულად არ შევცვალეთ, საერთაშორისო იზოლაცია გაღრმავდება

არანაირი საოცრებების გათვლა არ უნდა მოხდეს. ივანიშვილის რეჟიმის არჩევანი არის ნათელი. პირველივე დღიდან. შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისაც სხვა ილუზიები ჰქონდათ, მოქალაქეებშიც იყო ბევრი პატიოსანი ადამიანი, ვინც არ ხედავდა ამას ან არ უნდოდა დანახვა, მაგრამ ამ კაცისთვის ეს ფასეულობები არ არსებობდა. მისი ნატურა, სულისკვეთება არის საბჭოთა, რუსული...

ამ მოსამართლეებზე, თუ ნახეთ, რა განცხადებები გააკეთეს. ერთმა თქვა, ამერიკაში, სადაც 6 წლის ბავშვები სქესს იცვლიან, იქ მე რა მინდაო, [ახსენეს] ვიეტნამიც. ამოხეთქა. ეს ხალხი არის ივანიშვილი. ჩადებული აქვთ პუტინის კოდი, საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა კოდი, ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული. ვიეტნამზე რომ ლაპარაკობენ, შემთხვევითი კი არ არის... სოციალურ მედიაში უფრო ჩანს, პუტინის მანქანას რაც აქვს დანერგილი, რუსულ ტელევიზიაში რაც გახლავთ. ჩვენს პროპაგანდისტულ და ზოგ სოციალურ მედიაში რასაც ნახავთ, ეს შხამი, ბოდვითი ნარატივი, თავისუფლებისა და დასავლეთის სიძულვილი, რაღაც ლაპარაკი ცალკე გზაზე - ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოდ დანერგილი შხამია, რასაც ივანიშვილი დაეყრდნო.

ამასთან ერთად, ეყრდნობოდა საზოგადოების გულწრფელ, პროევროპულ ნაწილს, რომელიც სხვადასხვა მოტივით მას მხარს უჭერდა. ჩემი აზრით, მცდარად, მათ მიმართ სრული პატივისცემით ვამბობ ამას. ამას წლები ახერხებდა.

ახლა, ამ სასამართლოს ამბავში, რაც უნდა დავინახოთ, არის ეს, რამაც ამოხეთქა... უნდა დავინახოთ, ეს ხალხი, რომელიც ივანიშვილმა შეარჩია, სად ხედავს თავს, თავის ქვეყანას, სადაა მათი სული, როგორ ჩამოყალიბდნენ. და მეორე, ეს ამბავი, რომ ჩვენი ხალხის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ირეაგირა მკაცრად, ნორმალური ადამიანები შეიძლება გაახარა. ოღონდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ამბავი სიგნალია ჩვენთვის, თუ საით მივყავართ ამ რეჟიმს. ამას ჰქვია საერთაშორისო იზოლაცია და თუ ეს რეჟიმი დემოკრატიულად არ შევცვალეთ, ეს ამბავი მხოლოდ გაღრმავდება.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები