სასამართლო კლანის სანქცირება

კალაძე: ევროპაში უზრუნველად ვცხოვრობდი და პოლიტიკაში მოვედი, სანქციებით ვერავინ შემაშინებს

ადამიანი, რომელსაც ევროპაში მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ქვეყნის ინტერესების გამო პოლიტიკაში მოვედი, ასე რომ, სანქციების მუქარა არ მაშინებს...

...2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით, ჩემი სამშობლოს სიყვარულით. ამას არ ვნანობ. დღესაც ჩემს ხალხს ვემსახურები.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ.

მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ინერვიულებთ  ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ.

თბილისის მერი კახა კალაძე.

კომენტარები