რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრაზილიის პრეზიდენტი უკრაინას ომის დასასრულებლად ყირიმის დათმობას სთავაზობს

REUTERS/Mariana Grei

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა. გასული წლის ოქტომბერში არჩეული მემარცხენე პრეზიდენტი ომის დასასრულებლად უკრაინას ყირიმის დათმობას სთავაზობს.

"[ვლადიმირ პუტინს] არ შეიძლება, რომ უკრაინის ტერიტორია მიიტაცოს. შესაძლოა, ჩვენ ყირიმი განვიხილოთ. მაგრამ, ამის გარდა დამატებით სადაც შეიჭრა, უნდა დაფიქრდეს ამის შესახებ. [...] ზელენსკისაც, არ შეიძლება, ყველაფერი უნდოდეს. სამყაროს სიმშვიდე სჭირდება. ჩვენ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ". – თქვა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრაზილიის პრეზიდენტი მსგავს განცხადებას აკეთებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ბრაზილიის 2022 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ინასიო ლულა საუბრობდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომზე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ბრაზილიის მემარცხენე ლიდერმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა, თუმცა ულტრამემარჯვენე ლიდერმა დამარცხება არ აღიარა. უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ (TSE) ლულა, 50.%-ით, მომავალ პრეზიდენტად გამოაცხადა.

მან პირობა დადო, რომ დაუბრუნდება საკუთარ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას. თუმცა ამ უკანასკნელმა მისი პრეზიდენტობის ორი ვადისას ხელი შეუწყო მილიონობით ადამიანის სიღარიბეს. ის, ამასთანავე, გეგმავს, რომ ბრაზილია გახდეს ლიდერი გლობალური კლიმატის მოლაპარაკებებში.

კომენტარები