სასამართლო კლანის სანქცირება

დეგნანი სანქციებზე: მოვიქეცით კანონის შესაბამისად, საქართველოს შეუძლია დაიწყოს გამოძიება

სავიზო სანქციები, რაზეც გუშინ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა, მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ, როცა გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ასე მოვიქცეთ. ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს შევიდნენ ამერიკაში. გადაწყვეტილება დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებები წლების განმავლობაში იყო ცნობილი და ჩვენ აშშ-ის კანონმდებლობა გვთხოვს, როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, მოვიქცეთ ასე.

საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე, ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ტვ იმედთან ინტერვიუში.

კომენტარები