არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილი არის, სასამართლო სისტემაში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მემგონი ისე მიდის სიტუაციები, რომ ის მიზანი, რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ აქ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა და მოხდებოდა სასამართლო სისტემის დაქვემდებარება აშშ-ს საელჩოსადმი, მგონი ეს მეეჭვება რომ მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იმდენად დიდი მიზანი არის მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, რომ ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში, რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობოებმა, პარტიებმა, რაც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, რომ ამოეწურათ იმედი, რომ ამ ძალებით, რომლითაც ისინი ცდილობდნენ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებას და მიტაცებას და რომ ვერ მოხდებოდა…. აშშ-ს საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ.
სასამართლო კლანის სანქცირება
მურუსიძე აშშ-ზე: ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ
tbl.ge/6bwh
დაკოპირდა
თქვა აშშ-ს მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.
ამავე თემაზე
- მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე: საქართველოს მოვუწოდებთ, მათ მიმართ გამოძიება ჩაატაროს
- ქართული ოცნება აშშ-ს მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართავს
- მურუსიძის თქმით, ადვოკატის ფინანსები არ აქვს – 13 წელში მისმა ხელფასმა მილიონ ლარს გადააჭარბა
- მურუსიძე სანქციებზე: ადვოკატის დაქირავების საშუალება რომ მქონდეს, სიმართლეს დავამტკიცებდი
- პაპუაშვილი: კარგი იქნება, თუ აშშ იმ შეზღუდვებს მოხსნის, რაც ქართველ მოსამართლეებს დაუწესა