სასამართლო კლანის სანქცირება

ბოკერია კლანის სანქცირებაზე: ოცნების რეაქცია არის კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის იზოლაციისკენ

ამ სამარცხვინო რეჟიმის რეაქციებში ლიდერობს ისევ ირაკლი კობახიძე. კატასტროფული განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ ჩანაწერი აქვს, სადაც ისინი ჩვენ პარტნიორებს "ამხელენ" საქართველოს მტრობაში. 

ქართველი ხალხის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უმაღლესი თანამდებობის პირების სანქცირებაზე, ამ უპრეცედენტო ამბავზე ქართული ოცნების რეაქცია არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს იზოლაციისკენ. კიდევ ერთხელ, ყოველდღე, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომელიც აქამდე თვლიდა, რომ  ვითარება საგანგაშო არაა - კატასტროფაა ასეთი რეჟიმის ყოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ იზოლაციაში გვაქცევს თავისუფალი სამყაროსგან თავისი პოლიტიკური კორუფციით, ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკით.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აშშ-ს მიერ კლანის მოსამართლეების სანქცირებაზე ქართული ოცნების წევრების განცხადებებს ეხმიანება.

კომენტარები