სასამართლო კლანის სანქცირება

ნოდია სანქციებზე: სერიოზული გზავნილია ამერიკისგან, ის არ აპირებს, შეიწყნაროს ოცნების კურსი

ძალიან სერიოზული გზავნილია დასავლეთისგან, კერძოდ, ამერიკის ხელისუფლებისგან, რომ ის არ აპირებს რაღაცნაირად შეიწყნაროს ქართული ოცნების პოლიტიკური კურსი, რომელიც მას ჩამოუყალიბდა და შეიწყნაროს დემოკრატიის სფეროში ის აშკარა უკან დახევა, რომელიც არსებობს, უკან დახევა სხვადასხვა სფეროში ვლინდება, მაგრამ სასამართლოს საკითხი, ტრადიციულად, განსაკუთრებით მწვავეა.

ამერიკის ხელისუფლებაში გადაწყდა, რომ ეს გზავნილი უშუალოდ სასამართლო სისტემის მიმართ გაიგზავნოს. ეს უშუალო, პირდაპირ გავლენას შიდა სიტუაციაზე ვერ მოახდენს, მაგრამ ზოგად განწყობაზე მოახდენს. რაც შეეხება შიდა განწყობას, ხალხის განწყობას, ქართული ოცნება ცდილობს შეინარჩუნოს ილუზია, რომ ის დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას ახორციელებს, თან სხვა რაღაცებს აკეთებს. რაღაც ნაწილი არსებობს მისი მომხრეებისა, რომლებიც ამას იჯერებენ. თანდათან, ასეთი ხედვის ეროზია ხდება, სულ უფრო რთული ხდება ამის დაჯერება [...]

[...] ამერიკა რომ გასანქცირებს, ეს ნიშნავს, რომ ისეთი ქვეყნების რიგში აღმოჩნდი, როგორიც რუსეთია. ქვეყნისთვის და ქვეყნის იმიჯისთვის, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რაღაცნაირად, ამავე დროს, ჩამოყალიბდა უკვე ეს განცდა, ეს ხედვა, საქართველოს გარეთაც და შიგნითაც, რომ ძალიან დიდი წყვეტაა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. საზოგადოება უდიდესი უმრავლესობით პროდასავლურია, ხელისუფლება არ გამოხატავს მის ამ განწყობას.

თქვა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ პალიტრანიუსის ეთერში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრის დროს

კომენტარები