სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძე: თუ აშშ-ში არ შემიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და გადაუტანია

უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა, ცხოვრება გაგრძელდება, რა. არ მეკუთვნის დასანქცირება. რავიცი ეხლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ეხლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება.

თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა, ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს ესე არის, ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია.

ლევან მურუსიძე მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში სანქციებზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს დაუწესა.

კომენტარები