რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრიტანეთმა რუსეთს გაეროში პუტინის წარმომადგენლის ვიდეოტრანსლაცია დაუბლოკა

მარია ლვოვა-ბელოვა და ვლადიმირ პუტინი

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს ვიდეოარხით ბავშვთა უფლებების საკითხებში პუტინის წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია დაბლოკა. ბრიტანეთის მისიის სპიკერის ცნობით, მარია ლვოვა-ბელოვა სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და თუკი მას საკუთარ ქმედებებზე საუბარი სურს, ეს შეუძლია ჰააგაში გააკეთოს. 

ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ლვოვა-ბელოვას გაეროს პლატფორმა დეზინფორმაციის გასავრცელებლად არ უნდა დაუთმონ. შეხვედრა, რომელიც დღეს, 5 აპრილს გაიმართება, კონფლიქტის ზონიდან ბავშვების ევაკუაციას შეეხება. 

გაეროს ოფიციალური ვიდეოარხით ტრანსლაციას უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. მისი დაბლოკვა ძალიან იშვიათად ხდება. გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილის, დმიტრი პოლაინსკიმ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უპასუხა და თქვა, რომ ამიერიდან რუსეთი გაეროში ყველა მსგავსი შეხვედრის ვიდეოტრანსლაციას "დიდი ბრიტანეთის ცენზურის პუნქტის" მოტივით დაბლოკავს. 

რუსეთმა, რომელიც აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, არაფორმალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის მარია ლვოვა-ბელოვა მიიწვია. გასულ თვეში ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. 

კომენტარები