Twitter

ილონ მასკმა TWITTER-ის ლოგო კრიპტოვალუტა DOGECOIN-ის გამოსახულებით შეცვალა

Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა პლატფრომა ლოგო ცნობილი კრიპტოვალუტის, Dogecoin-ის გამოსახულებით შეცვალა. 3 აპრილს Twitter-ის ლურჯი ჩიტის ლოგო შიბა ინუს სურათით შეიცვალა. 

ლოგოს ცვლილებასთან დაკავშირებით მასკმა მემი დათვითა, თუმცა ცვლილების მიზეზი ოფიციალურად არ განუმარტავს. დასავლურ მედიაში წერენ, რომ მილიარდერის ეს ნაბიჯი საპირველაპრილო ხუმრობაა.

Twitter-ის ლოგო შეიცვალა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მასკს Dogecoin-ის პირამიდულ სქემასთან დაკავშირებით 258 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა.

როგორც Reuters 2022 წლის ივნისში წერდა, საჩივრის თანახმად, მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მასკმა 2019 წლიდან კრიპტოვალუტის გაუფასურების შესახებ იცოდა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მან Dogecoin-ს ხელი შეუწყო, რათა ვაჭრობიდან სარგებელი მიეღო.

"მასკმა გამოიყენა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პიედესტალი, რათა ემანიპულირა Dogecoin-ის პირამიდული სქემით მოგებისა და გართობისასთვის" - ნათქვამია საჩივარში.

"ძაღლის თავი ჩემს გვერდზე, სადაც მანამდე ჩემი ავატარი იყო, მაგიჟებს. რამენაირად შემიძლია ამის მოშორება?" - დაწერა Twitter-ზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა ლოგოს შეცვლის შემდეგ.

 

კომენტარები