რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შესაძლოა, აშშ-მ ამ კვირაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოყოს – კირბი

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯონ კირბი

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ამ კვირაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოყოს. 

"მე არ შემიძლია დეტალებზე ვისაუბრო, როდის მოხდება ეს, მაგრამ წინა პაკეტის შემდეგ ჩვენ ვმუშაობთ, რათა ჩამოვაყალიბოთ შემდეგი და ეს იქნება ძალიან, ძალიან მალე". – აღნიშნა კირბიმ. 

გარდა ამისა, კირბიმ კომენტარი გააკეთა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ამინდის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად მოსალოდნელია შეტაკებების ახალი დინამიკა.

კომენტარები