თურქეთი

ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის თურქეთის "ომში ჩათრევას" არ დაუშვებს. 

"ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც კრიზისები და ომები ახასიათებს. შევძელით რა ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთის აშენება ამ რთულ პირობებში, უნდა შევინარჩუნოთ ის. ვიბრძოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ომი ჩვენს მიწამდე არ მოვიდეს. არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას". - აღნიშნა ერდოღანმა. 

საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. ამის კვალდაკვალ თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ "ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთის რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩათრევას" ცდილობდა.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში რომ არა ჩვენი ძალისხმევა, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა. სანამ აქ ვიქნებით ამას არ დავუშვებთ. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული და გადამწყვეტი შუამავლობით დასრულდება". - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები