უკრაინა-პოლონეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მრჩეველმა, მარჩინ ფშიდაჩმა გაავრცელა

"ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე. ეს იქნება ოფიციალური ვიზიტი". - აღნიშნა ფშიდაჩმა კერძო რადიო RMF-სთან საუბრისას. 

გარდა ამისა, მასივე თქმით, ზელენსკი ვარშავის ციხის მოედანზე პოლონელებსა და უკრაინელებს შეხვდება, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი.

პოლონელ კოლეგას უკრაინის პრეზიდენტი ბოლოს 2022 წლის დეკემბერში, აშშ-ში ვიზიტის შემდეგ შეხვდა.  

კომენტარები