დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანმა ყარაბაღში, ლაჩინის რეგიონში ტერიტორიები დაიკავა

აზერბაიჯანელი სამხედროები

ლაჩინის ახალი გზის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში, ლაჩინის რაიონში ტერიტორიები დაიკავეს

"ლაჩინის ახალი გზის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით, კონტროლი დამყარდა დომინანტურ სიმაღლეებზე, ძირითად და დამხმარე გზებზე, ასევე ვრცელი სასაზღვრო ტერიტორია ლაჩინის რაიონის სოფელ ჯაღაზურსა და ზაბუხს შორის". – წერია განცხადებაში. 

პარალელურად თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკაც აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დაიკავეს გორისი-სტეფანაკერტის გზა. 

სიუნიქის რეგიონში გაიხსნა ტეღი-კორნიძორის გზა, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ჩაკეტილ გზას გვერდს აუვლის და შეუერთდება კორნიძორ-ხინშერის გზას, რომელიც 2022 წელს ამოქმედდა.

რუსეთის თავდაცვა: აზერბაიჯანელებმა ყარაბაღში შეხების ხაზი დაარღვიეს, სიმაღლე დაიკავეს

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები