2023 წელს გარდაცვლილები

43 წლის ასაკში ენდრიუ ლოიდ ვებერის შვილი, კომპოზიტორი ნიკოლას ლოიდ ვებერი გარდაიცვალა

BBC

43 წლის ასაკში გრემის ნომინანტი კომპოზიტორი და ანდრიუ ლოიდ ვებერის შვილი ნიკოლას ლოიდ ვებერი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი კუჭის სიმსივნე გახდა. ინფორმაციას თავად ენდრიუ ლოიდ ვებერი ავრცელებს.

"ჩემი საყვარელი, უფროსი შვილი ნიკი რამდენიმე საათის წინ ბესინგტონის საავადმყოფოში გარდაიცვალა, შეძრული ვარ ამ ამბით. ბოლო წუთებში მის გვერდით მთელი ოჯახი იყო შეკრებილი". – წერს ენდრიუ ლოიდ ვებერი.

ნიკოლას ლოიდ ვებერი ინგლისელი კომპოზიტორი და პროდიუსერია. მას ეკუთვნის BBC-ის სერიალის Love, Lies and Records და ფილმ The Last Bus-ის საუნდტრეკი. დაწერილი აქვს სიმფონიური ნაწარმოები პატარა უფლისწულის ერთ-ერთი თეატრალური დადგმისთვის. მიღებული აქვს გრემის ნომინაცია მიუზიკლისთვის Cinderella, რომელზეც მამასთან ერთად მუშაობდა.

ენდრიუ ლოიდ ვებერი ინგლისელი კომპოზიტორია. მის ნამუშევრებს შორის არის მუსიკა ისეთი ცნობილი როკ-ოპერებისთვის, როგორებიც არის Jesus Christ Superstar, The Phantom of the Opera, Evita, Cats.

კომენტარები