ტორნადო აშშ-ში

მისისიპის შტატში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მისისიპის შტატში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა და ათობით - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

დაზარალებულთა დასახმარებლად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. 

"სამწუხაროდ, მოსალოდნელია ამ რიცხვის ცვლილება". - ამბობენ დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით მაშველები. 

კომენტარები