ტორნადო აშშ-ში

ილინოისის შტატში ტორნადოს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა

mashable.com

ილინოისის შტატს, ჩიკაგოდან დასავლეთით 100 კილომეტრში ერთდროულად რამდენიმე ტორნადომ გადაუარა. ყველაზე მეტად ქალაქი ფეირდეილი დაზარალდა.

სტიქიამ ოცამდე სახლი მთლიანად დაანგრია. ქალაქში ერთი ასაკოვანი ქალი დაიღუპა, რომელმაც სარდაფისთვის თავის შეფარება ვერ მოასწრო და სახლის ნანგრევებში მოჰყვა. კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.

ადამიანების ნანგრევებში ძებნა გრძელდება.

ასევე დაზარალდა ფეირდეილიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქი როშელი, სადაც 12 ადამიანი საათნახევრის განმავლობაში რესტორნის სარდაფში ბლოკირებული აღმოჩნდა. სტიქიის ზონაში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ჩიკაგოს აეროპორტში კი  800-ზე მეტი რეისი გადაიდო. 

კომენტარები