რუსეთი-საქართველო

2022 წელს ემიგრირებული რუსების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოშია – The Bell

Reuters

რუსული გამოცემა - The Bell-ის ცნობით, რუსეთი 2022 წელს 500 000 ადამიანმა დატოვა და ემიგრირებულთა ყველაზე დიდი წილი საქართველოშია. 

რუსეთიდან ემიგრირებულები 2022 წელს ქვეყნების მიხედვით

სტატიაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის ომმა ემიგრაციის ორი ტალღა გამოიწვია: გაზაფხულზე, ჭორების ფონზე საზღვრების გარდაუვალი ჩაკეტვის შესახებ, ასობით ათასი ადამიანი ჩქარობდა ქვეყნის დატოვებას. ხელისუფლებამ საზღვრები ღია დატოვა და ბევრი დაბრუნდა ქვეყანაში.

თუმცა, შვიდი თვის შემდეგ, უკვე "ნაწილობრივი" მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მიგრაციის მორიგი ტალღა დაიწყო. გარდა ავიაბილეთების პანიკური ყიდვისა, რამაც ფასები ზედმეტად აიწია, ასევე იყო უზარმაზარი რიგები რუსეთის სახმელეთო საზღვრებზე.

"თითქმის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა ომის გამო. მაგრამ ჩვენი ვარაუდით, თებერვლის შემდეგ, სულ მცირე 500 000 რუსი გაიქცა ქვეყნიდან და არ დაბრუნდა". - ვკითხულობთ The Bell-ზე. 

კომენტარები