გილოცავთ [9 მაისის] დღესასწაულს! ვფიქრობ, ორმაგ დღესასწაულს. რა თქმა უნდა, 9 მაისი ჩვენი საერთო დღესასწაულია. მეორე დღესასწაული კი, ჩემი აზრით, უშუალოდ უკავშირდება ქართველ ხალხსა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.
მახსოვს, როგორ ცდილობდნენ საქართველოს იძულებას ან მოტყუებით იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ გამარჯვების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულება ჰქონოდა. სცადს ამ თემის "ნახევრად დავიწყება", ისტორიის გადაწერა. გახსოვთ, როგორ ცდილობდნენ დასავლური ინტერესების წარმომადგენლები მონუმენტებამდეც კი მიღწევას და მათ როგორმე "გაუფასურებას"? და რა ბედნიერებაა - ვფიქრობ, ეს საქართველოს, ქართველი ხალხის მეორე გამარჯვებაა - რომ ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს და მეხსიერება დაიცვეს.
[...] რაც შეეხება თქვენი კითხვის ძირითად ნაწილს. დიახ, სამინისტრო ყოველთვის პრინციპულად უჭერდა მხარს რუსეთ-საქართველოს კონტაქტებს საზოგადო მოღვაწეების, აკადემიური, კულტურული და ექსპერტული წრეების წარმომადგენელთა ხაზით.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში (თქვენ იცით, რა მიზეზებით) ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს მსგავსი დიალოგის განვითარების მნიშვნელობას, აზრთა თავისუფალი და გულწრფელი გაცვლის აუცილებლობას, თანამშრომლობის ახალი გზების ძიებასა და ნდობაზე დაფუძნებული კავშირების ჩამოყალიბებას. შეგვიძლია ერთად ჩავთვალოთ, რომ ეს ინვესტიციაა ჩვენი ქვეყნების შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალ აღდგენაში.





