კანდიდატის სტატუსი

ჩერგოლეიშვილი: 12 პუნქტზე საუბარი პროდასავლელი "ქოცი" ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა

ქართველების მაქსიმუმ 20%-ია ანტიდასავლური, ყველა კვლევით 80% არის პროდასავლური, ბიძინა ივანიშვილს კანდიდატობის სტატუსი სჭირდება არა იმისთვის, რომ მას უნდა, ეს ქვეყანა ევროპაში შევიდეს, არამედ, იმიტომ, რომ ხალხს უნდა. ანუ მან რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამისთვის სჭირდება პროდასავლური ამომრჩევლის მოტყუება, ნაწილის მაინც, სხვანაირად ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

ამიტომ, მას სჭირდება კანდიდატობა, მაგრამ ამისთვის სასურველი პირობების შესრულებას ვერ ახერხებს, იმიტომ, რომ ძალაუფლებას დაკარგავს და ოპოზიცია, მათ ნაწილზე მაქვს საუბარი, საპარლამენტო ოპოზიციაზე და [სამეულზე], ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც აჩვენებს, რომ მას რამე გავლენის მოხდენა შეუძლია, კანდიდატობის მიღება-არ მიღება არის მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობა, მისი შესასრულებელია ეს 12 პუნქტი. თუ კანდიდატობას ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ასეთი რეჟიმი გვყავს, უკვე ვერ მივიღეთ კანდიდატობა რეჟიმის გამო, და როდესაც შენ ამ პროდასავლელ ამომრჩეველს ეუბნები, რომ "მოიცა, მე ახლა დავაძალებ და ეს შეასრულებს, ამ ქოცი პროდასავლელი ამომრჩევლის თავში პასუხისმგებლობა გადმოდის შენზე - ოპოზიციამ ვერ აიძულა და ვერ შეასრულებინა და უიმედო არ არის ეს რეჟიმი. რეალურად, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც 12 პუნქტზე საუბრობს, ბიძინასთან ერთად არის ამ პროდასავლელი ქოცი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანით დაკავებული და ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილს, რომ პროდასავლელი ამომრჩევლის ხელით ანტიდასავლური საქმე აკეთოს.

ჩვენ თუ არ შევთანხმდით იმაზე, რომ რეჟიმი, რომელიც დასავლეთს მტრად აცხადებს, საქართველოს ევროპაში ვერ შეიყვანს, მაშინ ვერაფერზე შევთანხმდებით საერთოდ და თავი დაგვანებონ ამ ერთიანობაზე საუბრით.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი TV პირველზე.

კომენტარები