აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2022

აშშ: მთავრობის მარცხმა, დაესაჯა 5 ივლისის ორგანიზატორები, ძალადობის დაუსჯელობა გამოიწვია

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მათ შორის საუბარია ხელისუფლების მიერ დამნაშავეების დაუსჯელობის შესახებ და ნათქვამია, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების არჩატარებამ დანაშაულის დაუსჯელობა გამოიწვია.

"მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება. მთავრობის მარცხმა, გამოეძიებინა და დაესაჯა პრაიდის მარშის წინააღმდეგ 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, ამ ბოროტმოქმედების დაუსჯელობა გამოიწვია". – ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ციტირებს საქართველოს სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა შეფასებითაც, მთავრობა ადეკვატურად არ იძიებდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს.

კომენტარები