ჩინეთი

სი ძინფინგი მოსკოვში ჩავიდა

პეკინი, 2022 წლის 4 თებერვალი

ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს

სი ძინფინგი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ეს ქვეყნის გარეთ ჩინეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინელ კოლეგას სი ძინფინგს "ძველი კარგი მეგობარი" უწოდა. პუტინის წერილი ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტამდე გამოქვეყნდა - ამით რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ იგი გლობალურად იზოლირებული არაა და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ლიდერების მყარი კავშირი.

გუშინ, 19  ჩინური გაზეთისთვის დაწერილ სტატიაში, პუტინი მიესალმა ჩინეთის მზადყოფნას შეასრულოს ის, რაც მან დაახასიათა, როგორც "კონსტრუქციული როლი" უკრაინის "კრიზისის" გადაჭრაში.

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ და "მათ თამაშის წესების გლობალურად შეცვლა სურთ". 

ვლადიმირ პუტინმა სი ძინფინგი რუსეთში 30 იანვარს მიიწვია. 

კომენტარები