რუსეთი-ჩინეთი

კირბი: რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიოს წესრიგის დარღვევა სურთ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს. რუსეთი, 2018 წლის 11 სექტემბერი 
Sergei Bobylev/TASS Host Photo Agency/Pool via REUTERS/File Photo

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ.

"ჩინეთი და რუსეთი - ორი ქვეყანაა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა შექმნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ". - თქვა კირბიმ Fox News Sunday-ზე.

"მათ თამაშის წესების გლობალურად შეცვლა სურთ". - დამატებით შენიშნა მან.

კირბიმ თქვა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება, რა გამოვა ამ კვირაში მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრებიდან.

”ისინი ბოლო დროს თანამშრომლობას და ურთიერთობას აძლიერებენ" - თქვა კირბიმ ჩინეთსა და რუსეთზე.

30 იანვარს გავრცელებული რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა სი ძინფინგი რუსეთში მიიწვია.

კომენტარები