მონტენეგრო

მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ამომრჩეველი მონტენეგროში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც პოლიტიკური არეულობის კვალდაკვალ მიმდინარეობს, წყვეტს, ქვეყანა გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას თუ შეეცდება გააუმჯობესოს კავშირები სერბეთთან და რუსეთთან.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პირველივე ტურში არ გამოვლინდება და მოქმედ პრეზიდენტს, მილო ჯუკანოვიჩს ორი კვირის შემდეგ მეორე ტურში ერთ-ერთ კონკურენტთან დაპირისპირება მოუწევს.

ჯუკანოვიჩის ოპონენტებს შორის არიან მტკიცე პროსერბიული და პრორუსული სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერი ანდრია მანდიჩი, ეკონომისტი იაკოვ მილატოვიჩი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ალექსა ბეჩიჩი. 

კვირას კენჭისყრა ტარდება ერთწლიანი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გულისხმობდა ორ ცალკეულ მთავრობაში უნდობლობის გამოცხადებას და დეპუტატებსა და ჯუკანოვიჩს შორის დაპირისპირებას - პრეზიდენტი არ ასახელებდა პრემიერს.

კომენტარები