მონტენეგრო

მონტენეგროში Covid-19-ის გამო შემოღებული აკრძალვის დარღვევისთვის მიტროპოლიტი ამფილოქე დააკავეს

Metropolitanate of Montenegro

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში მიტროპოლიტი ამფილოქე, ქვეყანაში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ მასთან ერთად კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი და მონასტერში შეკრებილი მორწმუნე დააკავა. მათი ინფორმაციით, დაკავება კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებული აკრძალვების დარღვევის გამო მოხდა.

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტის დაკავება დაგმო და პოლიციას მისი გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

მალევე პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ სასულიერო პირების პოლიციაში გადაიყვანა მათი გამოკითხვის მიზნით მოხდა, რათა დაედგინათ, რატომ იყო ხალხი მონასტერში შეკრებილი, აკრძალვის მიუხედავად .

დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს.

ამ დროისათვის მონტენეგროში ახალი კორონავირუსით დაავადების 272 შემთხვევაა აღრიცხული, დაიღუპა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5.

კომენტარები