უკრაინის მთავრობის შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე 16 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.
გაეროს გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია ომის დანაშაულად ითვლება. გაეროს უკრაინის საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება ასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთში უკანონო გადაყვანის შესახებ.
კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის სხვა დანაშაულებიც ჩაიდინა. მათ შორისაა საავადმყოფოებზე თავდასხმები, წამება, გაუპატიურება და მკვლელობები.





