The Last of Us

THE LAST OF US-მა ნახვებით HOUSE OF THE DRAGON-ს გადაასწრო

Deadline

The Last of Us-მა ნახვებით სამეფო კარის თამაშების გაგრძელებას House of the Dragon-ს გადაასწრო.

პოსტაპოკალიფსური სერიალის პირველი სეზონი ჯამში 30.4 მილიონმა ადამიანმა ნახა, ხოლო დრაკონების სახლის სასტარტო სეზონის ნახვები 29 მილიონს შეადგენს.

The Last Of Us-ის პირველი სეზონი სტრიმინგ სერვის HBO-ს რიგით მეორე ყველაზე პოპულარული პროდუქტია. პირველ ადგილს Game of Thrones-ის ფინალური სეზონი 32.5 მილიონი ნახვით იკავებს.

სერიალი იმავე სახელწოდების საკულტო თამაშის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მთავარი გმირები ზომბი აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილი ადამიანები არიან. სერიალში მთავარ როლებს პედრო პასკალი და ბელა რემსი ასრულებენ. შემქმნელების თქმით შოუს მინიმუმ კიდევ ორი სეზონი ექნება.

 

კომენტარები