The Last of Us

THE LAST OF US-ის ახალი ეპიზოდი ორი დღით ადრე გამოვა

Deadline

HBO-ს ახალი სერიალის, The Last of Us-ის მეხუთე ეპიზოდი დაგეგმილ ვადაზე ორი დღით ადრე გამოვა. 

კვირის ნაცვლად შოუს ახალი ეპიზოდი პარასკევს, 10 თებერვალს გამოვა. სერიალის შემქმნელებმა გადაწყვეტილება სუპერ ბოულის გამო მიიღეს. ამერიკული ფეხბურთის ფინალური შეხვედრა ამერიკულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ღონისძიებაა, შესაბამისად სხვა მედია პლატფორმები იმავე დღეს პრემიერებს ერიდებიან. წლევანდელი სუპერ ბოულის შესვენებაზე რიანა იმღერებს.

The Last of Us იმავე სახელის მქონე საკულტო კომპიუტერული თამაშის ადაპტაცია და HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმდინარე პროექტია. 

კომენტარები