The Last of Us

THE LAST OF US ერთი სეზონით გაახანგრძლივეს

TechRadar

სერიალ The Last of Us-ს მეორე სეზონი ექნება. შოუს მესვეურებმა ახალი სეზონისთვის დაფინანსება ჯერ კიდევ მეორე სერიის გამოსვლის შემდეგ მიიღეს. 

The Last of Us იგივე დასახელების, 2013 წელს გამოსული კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაციაა. მეორე სეზონი დიდი ალბათობით თამაშის მეორე ნაწილის ეკრანიზაცია იქნება. შოუზე თამაშის ავტორი ნილ დრაქმანი და სერიალ ჩერნობილის შემქმნელი კრეიგ მეზინი მუშაობენ. 

სერიალის სიუჟეტი ახლო მომავალში, პოსტაპოკალიპტიკურ აშშ-ში ვითარდება, რომელშიც ეპიდემია მძვინვარებს. მთავარი გმირები კონტრაბანდისტი ჯოელი და თინეიჯერი გოგო ელი არიან. ჯოელის როლს პედრო პასკალი, ხოლო ელის როლს ბელა რემსი ასრულებენ.

შოუ საპილოტე ეპიზოდი 22 მილიონმა ადამიანმა ნახა. The Last of Us სტრიმინგ სერვის HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმდინარე პროექტია.

კომენტარები