The Last of Us

HBO თამაშის The Last of Us ეკრანიზაციის პირველ თიზერს ავრცელებს [VIDEO]

კომპანია HBO კომპიუტერული თამაშის The Last of Us ეკრანიზაციის პირველ თიზერს ავრცელებს. სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 2023 წელს იგეგმება.

პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტი სერიალის Chernobyl  ერთ-ერთი ავტორი რეიგ მეიზინია. მთავარ როლებს კი ცნობილი სერიალის Game of Thrones-ის ვარსკვლავები, პედრო პასკალი და ბელა რემზი ასრულებენ.

სერიალის სიუჟეტის დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა ის თამაშის პირველი და მეორე ნაწილიდან აღებულ რამდენიმე ისტორიას მიჰყვება. The Last of Us-ში მოქმედება პოსტაპოკალიპტურ მსოფლიოში ვითარდება. მთავარმა გმირმა ჯოელმა 14 წლის გოგონა ელი კარანტინის ერთი ზონიდან მეორეში უნდა მიაცილოს. გოგონა პირველი ადამიანია, რომელიც ზომბის ბენის შემდეგ არ ინფეცირდა.

კომენტარები