საქართველო-ევროკავშირი

ვაშაძე ხელმოწერებზე: გვინდა ბრიუსელში, ვაშინგტონში ჩავიტანოთ, რომ ვიმსახურებთ NATO-ს და EU-ს

მე ამ ვიზიტს [სტრასბურგში] დავარქმევდი ინიციატივის ხელში აღებას, რომ პირდაპირ დავიწყოთ საუბარი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენგან, საზოგადოებისგან, საქართველოსგან და მათგან, რომ ეს კანდიდატის სტატუსი არ დავკარგოთ. აი, ეს ინიციატივა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მაინც 24 თებერვლიდან დაიწყო, ჩვენ მაშინ დავინახეთ, რომ ბევრნი ვართ და პირველი სიმპტომი იყო, რომ ეს დეზინფორმაცია, რუსული კამპანია არ მუშაობს, ამის შემდეგ უკვე ეს გაცილებით უფრო მასშტაბური, დიდი აღტკინება მოხდა. ეს ემოცია გვინდა რომ ჩავიტანოთ და ზუსტად ეს გვინდა, რომ ვუთხრათ, რომ გველაპარაკეთ, ვილაპარაკოთ ისე, რომ ჩვენ ყველა ვაანალიზებთ, რომ რუსეთისკენ მიმართული ხელისუფლება არის, რა შეიძლება ახლა ერთად გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს ერთი წელი საქართველომ არ დაკარგოს.

მაგალითად, იცით, რომ ჩვენ გვაქვს კამპანია მილიონი ხელმოწერის, სადაც 72 000 ხელმოწერა... ცოტა ყრუდ მიდის ეს კამპანია ამ დღეების გამო, მაგრამ მე არც მეგონა, რომ 72 000 ხელმოწერა ასე ყოველგვარი დიდი რეკლამების გარეშე მოგროვდებოდა, ეს ნიშნავს რომ ეს მოწადინება არის. რა არის ამ მილიონი ხელმოწერის საკითხი, რომ ჩვენ გვინდა ბრიუსელში ჩავიტანოთ, ევროპულ დედაქალაქებში ჩავიტანოთ, ვაშინგტონში ჩავიტანოთ, რომ როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრობას იმსახურებს საქართველო.

ამბობს ტელეკომპანია პირველის ეთერში სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩი - მეტი თავისუფლებამ და დროამ 2 მარტს საერთო კამპანია - მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის წამოიწყეს.

კომენტარები