კრიმინალი

პირს, რომელმაც მეზობელი შვილების თვალწინ მოკლა, უვადო პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელმაც მოზებელი შვილების თანდასწრებით სანადირო თოფით მოკლა, უვადო პატიმრობა მიესაჯა. 

შემთხვევა 2022 წლის 16 ივნისს მოხდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ერთი პირი, რომელიც, უწყების ცნობით, შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა და მკვლელობის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. მას 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

"2022 წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს მეზობელი, შვილების თანდასწრებით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეორე ბრალდებული, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) ჰქონდა წარდგენილი. მეორე პირს კი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა). 

კომენტარები