ამერიკის კინოაკადემიამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრე ნავალნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს Navalny ოსკარი გადასცა.
სცენაზე ფილმის შემქმნელებთან ერთად პოლიტიკოსის ცოლი იულია ნავალნაია ავიდა და მაყურებლებს სიტყვით მიმართა:
"ჩემი ქმარი ციხეში სიმართლის თქმის გამო ზის. ჩემი ქმარი ციხეშია, იმიტომ რომ დემოკრატიას იცავს. შევნატრი იმ დღეს, როდესაც გათავისუფლდება - გამაგრდი ჩემო სიყვარულო". – განაცხადა ნავალნაიამ.
დოკუმენტური ფილმი CNN-ისა და HBO-ს ერთობლივი ძალებით არის გადაღებული.