2023 წლის ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ბრენდან ფრეიზერმა მიიღო.
მუმიის ვარსკვლავმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დარენ არონოფსკის ახალ ფილმში The Whale-ში შეასრულა მთავარი როლი. სურათმა კინოში დაბრუნებულ მსახიობს არაერთი ჯილდო, მათ შორის კინომსახიობთა გილდიის ჯილდო მოუტანა.
იმავე კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოდნენ კოლინ ფარელი და ელვის პრესლის როლის შემსრულებელი ოსტინ ბატლერი.