ოსკარი 2023

ოსკარი 2023: საუკეთესო მომენტები და რეკორდები

Befunky

2023 წლის ოსკარის ტრიუმფატორი მძაფრსიუჟეტიანი სამცენიერო-ფანტასტიკური კომედია Everything Everywhere All At Once გახდა. სურათმა გამარჯვებით რამდენიმე რეკორდი დაამყარა, თვალი გადავავლოთ ამ და სხვა რეკორდებს, ასევე დაჯილდოების საღამოს გამორჩეულ მომენტებს.

გამორჩეული მომენტები

 

შეხვედრა 40 წლის შემდეგ

საუკეთესო ფილმს ჯილდო ჰოლივუდის ლეგენდამ, ჰარისონ ფორდმა გადასცა. სცენაზე Everything Everywhere All At Once-ის გადამღები ჯგუფი, მათ შორის მსახიობი კე ჰუი ქუანი ავიდა. ფორდი და ქუანი ერთმანეთს გადაეხვივნენ, საქმე იმაშია, რომ ქუანს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პირველი როლი ჰარისონ ფორდთან ერთად ინდიანა ჯონსის მეორე ნაწილში აქვს შესრულებული. მათმა შეხვედრამ კინოს მოყვარულებს ინდიანა ჯონსის ცნობილი სცენა მოაგონა. 

ლედი გაგას შესრულება

ლეიდი გაგა ოსკარზე წელს Top Gun: Maverick-ისთვის დაწერილი სიმღერისთვის წარადგინეს. მომღერალმა კომპოზიცია Hold My Hand მაკიაჟის გარეშე, ყოველდღიურ ტანსაცმელში ჩაცმულმა შეასრულმა. ასევე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ლედი გაგამ წითელ ხალიჩაზე წაქცეული ჟურნალისტი ააყენა. 

ჯონ ტრავოლტას ცრემლები

ჯონ ტრავლოტამ ოსკარის ტრადიციული ვიდეოკოლაჟი, In Memoriam წარადგინა. მსახიობმა საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა. "ისინი ჩვენს გულში არიან. ისინი ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან" – ამბობს ტრავოლტა. მსახიობი 2022 წელს გარდაცვლილ ოლივია ნიუტონ-ჯონსს გულისხმობდა, რომელიც მისი მეგობარი და ეკრანული მეწყვილე იყო. 

წლევანდელი In Memoriam ლენი კრავიცმა სიმღერით Calling All Angels გააფორმა.

ცხოველები სცენაზე

შოუს მსვლელობისას წამყვანი ჯიმი კიმელი სცენაზე ვირთან ერთად გამოვიდა. ხუმრობა მიემართებოდა ფილმს The Banshees from Inisherin. ვირი სახელად ჯენი სურათის ერთ-ერთი გმირია.

მეორე არც ისე ნამდვილი ცხოველი სცენაზე რეჟისორ და მსახიობ ელიზაბეთ ბენქსთან ერთად გამოვიდა. 

"ასე გამოიყურება კოკაინის დათვი ვიზუალური ეფექტები გარეშე" – გაიხუმრა ფილმ კოკაინის დათვის რეჟისორმა, ელიზებეტ ბენქსმა.

Happy Birthday To You

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Irish Goodbye გახდა. სცენაზე ფილმის შემქმნელები და ერთ-ერთი მთავარი გმირი ჯეიმს მარტინი ავიდნენ. როგორც გაირკვა მარტინს დაბადების დღე ჰქონდა და აუდიტორიამ მისთვის სიმღერა Happy Birthday To You შეასრულა.

რეკორდები

 

ოსკარის 95-წლიან ისტორიაში Everything Everywhere All At Once პირველი ფილმია, რომელმაც 7 მთავარი კატეგორიიდან(ფილმი, რეჟისორი, სცენარი, მსახიობი ქალი/კაცი, მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი/კაცი) 6-ში შეძლო გამარჯვება, საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ამ ფილმიდან არავინ იყო წარდგენილი.

მსახიობი მიშელ იეო პირველი აზიელი ქალია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა. 

კე ჰუი ქუანი პირველი წარმოშობით ვიეტნამელი მსახიობია, რომელმაც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცის კატეგორიაში გაიმარჯვა. 

რუტ ი. კარტერი ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალია, რომელსაც ორი ოსკარი აქვს მიღებული. კარტერმა ორივე ოსკარი კოსტიუმების დიზაინისთვის მიიღო. პირველი ჯილდო დიზაინერმა 2019 წელს ფილმ Black Panther-ისთვის დაიმსახურა, მეორე ოსკარი კარტერს შავი პანტერის გაგრძელებისთვის გადაეცა.

 

კომენტარები