ოსკარი 2023

ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტური ფილმმა ოსკარი მოიპოვა

CNN

ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება მიმდინარეობს.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ნამუშევარი Navalny გახდა.

კომპანია HBO-ს მიერ გადაღებული ფილმი ნავალნის მოწამლვისა და შემდგომი დაპატიმრების შესახებ მოგვითხრობს. 

ჯილდოს ასაღებად ასულმა რეჟისორმა სცენაზე ოპოზიციონერის ცოლი იულია ნავალნაია მოიწვია.

კომენტარები